სუფიზმი – ეს შინაგანი განჭვრეტის, და არა განსჯის გზაა.
სუფიზმი შინაგანი გარდაქმნაა და არა სხვისგან მიღებული ინფორმაციის დასწავლა.
ის, რაც ადამიანის გასხივოსნებას ეხება, შეუძლებელია სიტყვებით გამოიხატოს.
ამიტომ სუფიები ამბობენ – “ის, რაც შეიძლება გამოითქვას, სუფიზმი არ არის”.
როგორც ჯალალედინ რუმიმ თქვა: “რა სიტყვებითაც უნდა აღვწერო სიყვარული, როდესაც საქმე თვით სიყვარულს ეხება, მე მრცხვენია ამ სიტყვებისა”.
ამგვარად, ყველაფერი, რასაც გამოჩენილი სუფიები სუფიზმზე ამბობენ, მათი შინაგანი მდგომარეობის სიტყვით გამოხატვის მხოლოდ მცდელობაა.
სიტყვებით შესაძლებელია მხოლოდ სუფიზმის ცალკეული ასპექტების დემონსტრირება, მაგრამ არა _ ყოვლისმომცველი განსაზღვრება.
მიუხედავად ამისა, თუ მაინც  ვეცდებით სუფიზმის სიტყვიერად განსაზღვრას, ვიტყვით შემდეგს: “სუფიზმი – ეს არის გზა აბსოლუტური რეალობისკენ, ამ გზაზე წინსვლის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია; წინსვლის საშუალებას კი მხოლოდ მიზანმიმართული კონცენტრაცია და ნებისმიერ სიტუაციაში შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება გვაძლევს. ამ გზის მიზანი ღმერთია”.სხვაგვარად რომ ვთქვათ, სუფიური გზის ბოლოს არაფერი რჩება, ღმერთის გარდა.
სუფი ორდენ ნიმატულახის ოსტატი, ჯავად ნურბახში - ''გზა'' (გვერდი 8. 2007 წ.)
ქეთევან გაბიანის თარგმანი.
ხომ არ იცით საქართველოში მოღვაწეობენ სუფიები? და თუ კი, მაშინ სად?
დიახ მოღვაწეობენ, კონკრეტულად რა გაინტერესებთ?