გზაჯვარედინზე
ერთ დილას სუფია გზების გასაყართან, გზის პირას იჯდა. მასთან ახალგაზრდა კაცი მივიდა და სთხოვა, შენი მოწაფე ვიქნებიო.
კარგი, ოღონდ მხოლოდ ერთი დღით, - უთხრა სუფიამ.
მთელი დღის მანძილზე მგზავრები ჩერდებოდნენ და სუფიას ადამიანისა და მისი ცხოვრების, სუფიზმისა და სუფიების შესახებ კითხვებს უსვამდნენ, დახმარებას სთხოვდნენ ან უბრალოდ პატივისცემას გამოხატავდნენ, ის კი მჭვრეტელურ პოზაში იჯდა, თავი მუხლებზე დაედო და ხმას არავის სცემდა. უპასუხოდ დარჩენილი მგზავრები მალე გაეცლებოდნენ ხოლმე.
უკვე მოსაღამოვებული იყო, როცა მასთან ერთი მძიმე ტვირთ მოკიდებული, ღარიბი კაცი მივიდა და უახლოეს ქალაქში როგორ მოვხვდეო, ჰკითხა. სუფია სასწრაფოდ წამოდგა, ტვირთი ჩამოართვა, ზურგზე მოიკიდა, ღარიბი გააცილა, ქალაქის გზაზე დააყენა და ისევ გზაჯვარედინზე დაბრუნდა. - ეს კაცი, ღარიბ გლეხს რომ ჩამოჰგავდა, შენიღბული წმინდანი და მაღალი რანგის ყარიბია თუ რა? - ჰკითხა ახალგაზრდამ.
იმ ხალხს შორის, ვინც დღეს ვნახეთ, ეს კაცი ერთადერთი იყო, ვინც მართლა იცოდა, რა უნდოდა. - მიუგო სუფიამ.
სპილო და უსინათლო ადამიანები
ერთი აღმოსავლური იგავი მოგვითხობს სპილოს შესახებ, რომელიც ერთ პატარა ქალაქში გამოჩნდა. ქალაქის მცხოვრებლებს წაეკითხათ და გაეგონათ ამ ცხოველის შესახებ, თუმცა საკუთარი თვალით არასოდეს ენახათ იგი. სპილოს სანახავად უამრავი ხალხი შეგროვდა და ყველა აკვირდებოდა უცხო ცხოველს. ამ ქალაქში ასევე 5 უსინათლო ადამიანიც ცხოვრობდა და მათაც გაიგეს სპილოს შესახებ.
უსინათლოები დაინტერესდნენ, მაგრამ რაკი დანახვა არ შეეძლოთ სანახავად წასვლისაგან თავს იკავებდნენ, ვიდრე ერთმა კაცმა არ ურჩიათ მისულიყვნენ და ხელით შეხებოდნენ ცხოველს. ამის შემდეგ უსინათლოებს შეეძლებოდათ, ჩამოეყალიბებინათ  საკუთარი წარმოდგენები, თუ რას წააგავდა სპილო.
საბოლოოდ უსინათლოებმა გადაწყვიტეს და სპილოს სანახავად წავიდნენ. ისინი ხელით შეეხნენ სპილოს და ცოტა ხნის შემდეგ ჩამოჯდნენ, რათა საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის.
კაცმა რომელიც სპილოს ტანს შეეხო, თქვა რომ ცხოველი მსხვილი ხის ტოტს წააგავდა, მეორე უსინათლომ რომელმაც  სპილოს კუდს შეახო ხელი თქვა, რომ ცხოველი დიდი გველის მსგავსი არსება იქნებოდა. მესამე უსინათლომ რომელიც სპილოს ფეხს შეეხო თქვა, რომ ცხოველი ძალიან წააგავდა სალ კლდეს, მეოთხე კაცი რომელიც სპილოს ყურს შეეხო ამტკიცებდა, რომ ეს რაღაც დიდი მარაოს მსგავსი იყო, მეხუთე კი რომელიც სპილოს გვერდებს შეეხო ამბობდა, რომ ცხოველი დიდი კედლის მსგავსი რამ იქნებოდა.
უსინათლოები საათების განმავლობაში ისხდნენ და ამტკიცებდნენ თავიანთ სიმართლეს და ყველა დარწმუნებული იყო საკუთარი პასუხის სიზუსტეში –არავის სურდა სხვისი აზრის მოსმენა. საბოლოოდ უსინათლოებმა გადაწყვიტეს ერთი ბრძენი კაცისთვის ეკითხათ რჩევა.
ბრძენმა უთხრათ: ყველა თქვენგანი მართალია და ამავდროულად ყველანი სცდებით. პასუხი მარტივია, ყველანი ცხოველის განსხვავებულ ნაწილებს შეეხეთ, ამიტომაც მხოლოდ ნაწილობრივი წარმოდგენა გაქვთ მის შესახებ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მოსაზრებებს გაცვლით და ერთ ნაწილად შეკრავთ, აუცილებლად მიხვალთ სწორ დასკვნამდეო.”
ამ იგავის მორალი ასეთია: შეუმცდარი არავინაა, ხშირ ჩვენ ვხედავთ სიმართლეს, ხშირად კი ვერა. რეალურ ცხოვრებაში კი, ადამიანები საგნებსა და მოვლენებს საკუთარ მნიშვნელობებს ანიჭებენ და მტკიცედ სწამთ, რომ მათი მოსაზრება სწორია.  სიმართლის შესაცნობად, აუცილებელია მოვუსმინოთ სხვა ადამიანებს და მათი თვალითაც შევხედოთ საკითხს.