შენ ცისკარი ხარ, მე - მიმქრალი სანთლის მუდარა,
მაგრამ განთიადს სანთლისაგან არა უნდა-რა.
სული მხდება და მებინდება სიცოცხლის დღენი,
შენმა ღიმილმა ჩემს სულს ვეღარ გამოუდარა.
სამარეს ია ამიყვავებს, რადგან ამ გულმა
ზედ დაჭდეული ზილფის დაღი იას უდარა.
ჰაფეზ, შენს საფლავს სატრფომ სიოდ რომ ჩაუქროლოს,
შემოგეხევა ვნებისაგან ტანზე სუდარა.
მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
XIV საუკუნე
თარგმანი სპარსულიდან ვახუშტი კოტეტიშვილისა
დადგინდა ჟამი საძლისად ძნელი,
კანონად იქცა სიმდაბლე ბნელი.
აწ აღარავის შერჩა სიქველის
და ერთგულების ნიშანი ძველი.
ბრძენთ აღზევებულ ბრიყვთა წინაშე
აქვთ სამათხოვროდ გაწვდილი ხელი.
განსწავლულთა და უნარით სავსეთ
მოჰღერებიათ საწუთროს ცელი.
სამაგიეროდ ბრიყვნი ილხენენ,
აქვთ ასპარეზი ფართო და ვრცელი.
დღეს მათ საქონელს მოუცავს ქვეყნის
აჭრელებული ბაზარი მთელი.
მგოსანს კი ზედაც არვინ უყურებს
თუნდ განანათლოს სიტყვებით ბნელი,
თუნდაც სანაის ბადალი იყოს,
თუნდაც სალამურს უგავდეს ყელი.
ქერის ერთ მარცვლად არ დაფასდება
მისი სიმღერა, უხვი და ქველი.
წუხელ გონების ხმამ ჩამჩურჩულა:
ვიცი, რომ გიდგას დღეები ძნელი.
უნდა გაუძლო ამ ბედშაობას,
უმწეობაში არ მოგწყდეს წელი.
მცირედს დასჯერდი და ლერწამივით
ამოაფრქვიე ქვითინი მწველი.
ჰაფეზ, გვემილი აღზევდი კვლავაც,
გფარავდეს მარად შემწე და მხსნელი.
(...ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი)
ჯელალ ედ-დინ რუმი
მთარგმნელი: მაგალი თოდუა
ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი საკრავი ჩანგი,
ეს შენ ხარ მხოლოდ მესაკრავე, შენია ჰანგი.
ჩვენ აბა რა ვართ, - ჩვენ ვართ ერთი ლიტონი სტვირი,
ეს შენ ქვითინებ ჩვენს სხეულში და ჩვენში სტირი.
ჩვენ აბა რა ვართ, - მთა ვართ მხოლოდ, რა უნდა გვექოს,
ეს შენ ხმიანობ და ჩვენც შენი აგვიდის ექო.
ლომნი ვართ, მაგრამ დროშის ფრთებზე ვმძლავრობთ და ვმარდობთ,
გვიბერავს ქარი და ჩვენც ვშფოთავთ, და ეს ვართ მარტო...
ჩვენ რატომ გვიმზერ, როცა შენთან ესოდენ ვსხვაობთ,
შენს თავს შეხედე, სიუხვის და სიკეთის ზღვაო!
ბმულზე მოისმინეთ ლექსის აუდიო ვერსია:
(...ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ)
ჯელალ ედ-დინ რუმი
მთარგმნელი: ვახუშტი კოტეტიშვილი
ჯერაც არ ვიცი მე მე ვარ თუ მე მე არა ვარ,
რაღაც საოცარ ყოფაში ვარ, მე მე არა ვარ.
სიყვარული ვარ, მოყვარული თუ საყვარელი?
ვარ გაოგნების ჯამით მთვრალი, მე მე არა ვარ.
ვინა ვარ, რა ვარ, უსახელო რაღაც ქიმერა,
მე სულ სხვა არსის ნიღაბი ვარ, მე მე არა ვარ.
მარადისობას შენივთული, სული მოკვდავი,
რაღაც დიდების მწვერვალი ვარ, მე მე არა ვარ.