სუფიზმი და დასავლური კულტურა
December 14, 2009 at 2:37pm
ლ.ტირასპოლსკი
(ნაწილი პირველი)
დასავლელ ადამიანთა უმრავლესობისათვის, ისლამი პრიმიტიულ, უცხო, მტრულ ხატთან ასოცირდება. მაგრამ ტერორიზმი და ფუნდამენტალიზმი ისლამის არსს ისევე გამოხატავან, როგორც ჯვაროსნული ომები ქრისტიანობისას. სხვთა შორის, თვოთონ სიტყვა ”ისლამი” ,”მორჩილებას” ნიშნავს. შუა საუკუნეებში, ისლამმა საკუთარი დახვეწილი ცივილიზაცია შექმნა, ამ ცივილიზაციიდან დასავლეთის კულტურამ უამრავი რამე მიიღო- პირადი ჰიგიენის ჩვევები, მედიცინია, მათემტიკითა, ფილოსოფია, თუ კულინარული რეცეპტები. აღორძინების ეპოქის ზღურბლზე მდგომი ევროპა, საკუთარი ანტიკური წარსულის შესახებ, ხშირად არაბული წყაროებიდან იღებდა ინფორმაციას. ისლამის ჩარჩოებში, როგორც მისი შიდა მიმდინარეობა, რომელიც ისლამის უფრო ხისტ, ფანატიურ ფორმებს, უპირისპირდებოდა, წარმოიშვა სუფიზმად წოდებული სულიერი ტრადიცია. სწორედ მის შესახებ გვექნება საუბარი ამ სტატიაში.
სუფიზმი, ეს მისტიკური და რელიგიურ -ფილოსოფიური სწავლებაა. მისი მიმდევრები ესწრაფვიან სპეციალური სავარჯიშოებისა და სულიერი პრაქტიკის მეშვეობით ღვთიური სიახლოვის მიღწევას.
სუფიზმი მთელს მუსლიმურ სამყაროშია გავრცელებული- ბალკანეთიდან ჩრდილო აფრიკამდე, ინდოეთსა თუ ავღანეთში.
სუფიურ საძმოთა (ორდენთა) განშტოებები, დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს.
სუფიზმმა (ისლამის ფარგლებში) ფორმირება მე-8 საუკუნეში ღვთისმოსავ, და ხშირად ასკეტურად განწყობილ მოსახლეობის იმ ნაწილში დაიწყო, რომელიც თვლიდა, რომ ისლამის კანონების უბრალო დაცვა (შირიათი) საკმარისი არ არის. ამ ადამიანთა შორის გაჩნდა ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი სულიერი სკოლის, ”გზის” (თარიყათი) იდეა. თვითონ საიტყვა ”სუფიზმი” როგორც ჩანს არაბული სიტყვა ”სუფ”- იდან წარმოიშვა. ”სუფ” არაბულად შალს ნიშნავს, შალის ტანისამოსს ტრადიციულად ასკეტები ატარებდნენ. მე 15 მეტე საუკუნისათვის, სუფიზმი თავის აყვავების ხანას იღწევს, სწორედ მაშინ ხდაბა სუფიზმის ყველა ძირითადი ორდენის ფორმირება. ბევრი სახელგანთქმული პოეტი და მოაზროვნე, სუფი იყო მათ შორის ხაფეზი, რუმი, საადი, ჯამი, ხაიამი.
ისლამისთვია ასკეტიზმი სახასიათო არ არის, ფართო გავრცელება მას საუფიათა შორისაც არ მიუღია. იმისათვის რომ ემსახურო ღმერთს, აუცილებელია ემსხურო ადამიანს, ესე იგი; ”უნდა იყო ამქვეყნად, მაგრამ არაამქვეყნიური” როგორც საფიზმის გზის (თარიყათი) ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მასწავლებელი ბახაუდინ ნაქშბანდი (გარდ.1389) ამბობს, : ” განმარტოვება საზოგადოებაში, მოგზაურობა სამშობლოში, გარეგნულად ხალხთან, შინაგანად ღმერთთან”
სუფიზმის ძირითადი მსოფმხედველობითი პრინციპის ფორმულირება მოახდინა ”დიდმა შიხმა” ესპანეთადან, მოხაიადინ იბნ ალ-არაბიმ (1165-1240). ეს პრინციპი ერთარსობის ან, ეკზისტეციალური მონიზმის (თეომონიზმის) კოცეფციმდე შეიძლება იყოს დაყვანილი. იბნ არაბის სწავლების თანახმად სამყარო ღმერთის ატიბუტების გამოხატვაა და განუყოფელია მისგან. შეიძლება ითქვას, რომ მთელი სამყარო- მხოლოდ ილუზიაა და რეალური არსებობა, მხოლოდ ღმერთს აქვს. მაგრამ ეს განსაკუთრებული სახის ულუზიაა: ”არსებობა თავის გარეგნული ფორმით -ეს წარმოსახვაა, მაგრამ ეს წარმოსახვა რეალობას ავლენს, ღმერთის ყოფიერების რეალობას”, - წერს იბნ ალ-არაბი. არსებობის ელემენტები შეიძლება სიმბოლურად მიგავნიშნებდნენ ჭეშმარიტ რეალობას, მეტაფიზიკურად გამოხატავდნენ მას. ”სამყარო მხოლოდ მისი სახიდან არეკლილი სხივია - სხვა დანარჩენი მისი ჩრდილია”. (ნ. გუმილევი ”მთვრალი დერვიში” ). სულიერი სრულყოფის გზა, ეს ილუზიების საფარებისაგან განთავისუფლების გზაა, საშუალება შეიძინო სიმბოლოებს მიღმა არსებული რეალობის დანახვის უნარი. ამ გზის ბოლოს, ადამიანური ”მე” ღვთაებრივ ”მე”- დ გარდაიქმნება. სრულყოფილი ადამიანი, აბსოლუტური სრულყოფილების ერთგვარი სარკე ხდება. ამ კონცეფციაში, ღმერთი ეს არა რაღაც ზეციურ სამყაროში არსებული არსებაა. ის განუყოფელი ძაფით არის დაკავშირებული ადამიანთან და მისი გულის წმინდათა წმინდა სიღრმეში, ბინადრობს. ” ჩვენ უფრო ახლოს ვართ მასთან [ადამიანთან], ვიდრე კისრის არტერია’’,- ამბობს ღმერთი ყურანში (50:16).
ერთარსის კონცეფცია, რომლის ჩანასახიც შეიძლება ჯერ კიდევ სოკრატემდელ მოაზროვნეებთან ვნახოთ, უფრო გავრცობილი სახით პლოტნსა და სახვა ნეოპლატონიკოსაბთან გვხვდება, ეს კონცეფცია ბევრად უფრო ახლოა თანამედროვე მეცნიერების სამყაროსეულ შეხედულებებთან, ვიდრე ვთავათ მე 19 საუკუნის მექანიკური ფიზიკა. მე 20 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი კოსმოლოგიური თეორია, დიდი აფეთქების თეორია, იმაზე მეტყველებს, რომ კოსმოსი ერთგავარი სინგულარობიდან, პირველერთიანობიდან წარმოიშვა რომელიც, როგორც ჩანს, არ შეიძლებოდა უბრალოდ გამქრალიყო. ამასვე ამბობენ უახლესი გამოკვლევები კვანტურ ფიზიკაში: მიკროკოსმოსში მომხდარი ლოკალური ცვლილებები, ცალკეულ ობიექტებზე იდუმალ ზემოქმედებას ახდენენ. სამყაროს ბუნება მთლიანია. რა თქმა უნდა, მისტიური ინტუიცია საკუთარ სფეროში ოპერირებს და ვერ შეცვლის სამეცნიერო შემეცნებას, მეგრამ ზოგიერთ შემთხვევებში მას შეუძლია მეცნიერებას გაუსწროს და სტიმული მისცეს. მეცნიერება შედარებით ახალგაზრდაა, და არტახებიდან განტავისუფლების პროცესში ის სულ უფრო მეტ დასტურს ნახავს ათასწლეული სულიერი გამოცდილებისა.
(გაგრძელება იქნება)
ძალიან საინტერესოა, ველი გაგრძელებას
სუფიზმი და დასავლური კულტურა ლ.ტირასპოლსკი (გაგრძელება)
ერთარსის პრინციპს, მთელი თავისი ერთი შეხედვით აბსტრაქტულობით, პრაქტიკულ დასკვნებამდე მივყავართ. ის ჰუმანიზმის მეტაფიზიკური საფუძველი ხდება: ყველა ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს მისი წარმოდგენები, უზენაესი სულიერი საწყისის მატარებელია. ნებისმიერი რელიგია, სუფიასთვის - მხოლოდ ერთ-ერთი გზაა ღმერთისაკენ მიმავალ მრავალრიცხოვან გზათა შორის. რჯულშემწყნარებლობა და სხვა და სხვა რელიგიების მიმართ პატივისცემა ყოველთვის სახასიათო ნიშანი იყო სუფიზმისათვის. ორთოდოქსალურად განწყობილი მუსულმანური სასულიერო პირები, სუფიებს, ხშირად ქრისტიანობის მიმართ ფარულ სიმპატიებში სდებდნენ ეჭვს. ყურანისეული ტრადიციის მიხედვით, სუფიები, მოსეს, ქრისტეს, და მუჰამადს, წინასწარმეტყველებად, კაცობრიობის უდიდეს მასწავლებლებად თვლიან.
ფარვანა ვერ განასხვავებს,
სანთლის ალში აალებისას,
სად მეჩეთის სინათლე ანთია და
სად მონასტრისა.
ფარვანა - ეს შეყვერებული სუფიაა, რომელსაც თავისკენ ღვთაებრივი სატრფო იზიდავს, ის მეჯნუნია მშვენიერი ლეილის ძიებაში. სიყვარული აქ არის ის, რაც წაშლის სუფის საკუთარ ილუზორულ არსებობას და აიძულებს მას საკუთარი თავი დაივიწყოს. ეს არის ცეცხლი, რომელიც ადამიანის ”თვითობას” წვავს და აღადგენს მას სრულყოფილს - აბსოლუტთან ერთიანობაში. როგორც ერთ-ერთმა დასავლელმა მოაზროვნემ ანალოგიური აზრი ჩამოაყალიბა: ” გინდოდეს სიყვარული- ეს ნიშნავს გინდოდეს სიკვდეილი. ამას გეუბნენით მე თქვენ სულმოკლეებო!” (ფ. ნიცშე ”ასე ამბობდა ზარატუშტრა”). საფარი, რომელიც მაძიებლისაგან ჭეშმარიტ რეალობას ფარავს - ეს თვითონ ადამიანია, მისი არასრულყოფილი ” მე” რომელიც უნდა მოკვდეს, იმისათვის, რომ ადამიანში ღმერთმა შეძლოს დაბადება. ასეთია ერთარსის კონცეფციიდან მიღებული კიდევ ერთი პრაქტიკული დასკვნა.
გარდაქმნილი სუფი, ყველგან და ყველაფერში მხოლოდ ერთიანობას ეძებს. ის მოკლებულია სიმრავლის ილუზიას, მას არა აქვს ჩვეულებრივი შიში, სურვილები და მიჯაჭვულობა.
სპარსული სიტყვა დერვიში ( არაბულად -”ფაკირი”) სიტყვა ”სუფის” სინონიმია. ეს სიტყვა -”დერვიში” ,”მათხოვარს” ნიშნავს. აქ არ იგულისხმაბა მატერიალური გაჭირვება და ფულის უქონლობა - სიმდიდრეც და სიღაიბეც სუფიასთვის ერთმნიშვნელოვანია. დერვიში სულიერი სიღატაკის გზას მიჰყვება; ის მათხოვარია იმიტომ, რომ ღმერთი ესაჭიროება. სუფი ღმერთს იმის გამო არ ემსახურება, რომ მიღმიერ ცხოვრებაში გასამრჯელო მიიღოს ან ჯოჯოხეთის ეშინია. ერთადერთი, რას მას სწყურია, ეს ჭეშმარუტებაა. ” მე თუ იმიტომ გემსახურები, რომ ჯოჯოხეთის მეშინია -ჩამაგდე ჯოჯოხეთში. მე თუ იმიტომ გემსახურები, რომ სამოთხეში მოვხვდე - წამართვი სამოთხე” (რაბია). უკვე ჩამოყალიბებული სუფიზმისთვას უცხოა ის, რასაც ბერდიაევი კრიტიკულად რელიგიის ”სასამართლო გაგებას” უწოდებს. ”დათვერი მისით ისე, რომ საშინელი სამსჯავროს დღოსაც არ გაგეღვიძოს!”
სუფიები ღმერთს არა მოსამართლეს, არამედ მეგობარს უწოდებან; იმ სრულყოფილებას და სიხარულს, რომელსაც რელიგია მორწმუნეთ საიქიოში ჰპირდება, დერვიში აქ განიცდის.
მე წმინდა ცეცხლის ოსტატის მოწაფე ვარ,
მაშ ნუ გამიწყრები მოქადაგევ:
მან ამ ცხოვრებაში უკვე მიაღწია იმას,
რასაც შენ მხოლოდ მომავალში მპირდები.
ჰაფეზი
სრულყოფილი ადამიანი, ხდება სარკე, რომელიც რეალობას დაუმახინჯებლად ირეკლავს. ღმერთში სრული გაქრობის მიღწევის შემდეგ, სუფიმ ალ-ხალაჯის (9- 10 ს.ს.) მსგავსად შეიძლება წამოიძახოს: ” მე არს ჭეშმარიტება” ( ესე იგი: ”მე არს ღმერთი”). ორთოდოქსალური სამღვდელოებისათვის ამგვარი ექსტატური ხილვები მკრეხელობას წარმოადგენს - და ხალაჯი საშინელი ტანჯვით მოკლეს. მაგრამ ის რაც ერთს ტანჯვად ეჩვენება, სხვისთვის უშუალო სულიერი გამოცდილებაა.
სუფიები, დევნის მსხვერპლნი არაერთხელ ყოფილან, მაგრამ სიმართლისათვის უნდა ითქვას, რომ ისლამურ სამყაროში სხვა რჯულის წარმომადგენლებსა და საერთოდ განსხვავებულად მოაზროვნეთ, არასოდეს არ სდევნიდნენ ისეთი აღვირახსნილობით როგორც ქრისტიანულ ევროპაში.
(გაგრძელება იქნება)